ჩვენს შესახებ

„სოლო თრეიდინგ ჯორჯია“ 2012 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის სადისტრიბუციო სერვისს სასალონე, სამარკეტე და სააფთიაქო სექტორებისთვის — როგორც საცალო, ისე საბითუმო სეგმენტში.

აქტიურად თანამშრომლობს იტალიის, თურქეთის, დუბაის, ჩინეთისა და ბრაზილიის წამყვან კომპანიებთან და ოცზე მეტი ექსკლუზიური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელ-იმპორტიორია.

ექსკლუზიური ბრენდები

Maxx deluxe Natural beauty
Maxx deluxe beauty expert
Maxx deluxe professional
Trend Up Professional
Young Professional
Lilafix Professional
Redist Professional
Beauty Evolution
Kuaf Professional
Marmara Barber
Jon Kosmetik
Sea color
AC Class
Expert
Kanzuk
Profesia
GenUs
Redone

„სოლო თრეიდინგ ჯორჯია“ არის კომპანია, რომლის მთავარი ღირებულებები მუდმივი განვითარება და სანდოობაა. ჩვენი საქმიანობის ყველა მიმართულება სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული.

ინოვაციური ხედვა და ბაზრის სიახლეების უწყვეტი მონიტორინგი გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროდუქციის არჩევანი, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უწყვეტი რეგიონული გაფართოებაა. ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა ქალაქში დავნერგოთ სრულფასოვანი სადისტრიბუციო მიწოდების სერვისი და უზრუნველვყოთ სწრაფი და ეფექტური მომსახურება.

პროფესიული განვითარება

2018 წლიდან ჩვენ უზრუნველვყოფთ მოტივირებული სტილისტების ვიზიტს ანტალიაში, პარტნიორი კომპანიის “Lila cosmetics-ის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ოთხდღიან ფესტივალზე ,,LILA FEST”, სადაც ისინი ესწრებიან სემინარებსა და პროფესიონალთა მასტერკლასებს.